სახელწოდება:
დღეს რა ხდება „მელიების ქედზე“
პროექტის იდეა:
მოსწავლეებმა გამოკვეთონ საკუთარი სოფლის სოციალურ–ეკონომიკური ვითარება ბოლო 10 წლის მანძილზე
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები კვალიფიციურად შეხედავენ სოფლის პრობლემებს, გაუჩნდებათ მათი
მოგვარების სურვილი
პროექტის მიზნები
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის
უნარი
მონაწილეთა ასაკი
14–15 წელი
ვადები
ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები, სოფლის მცხოვრებთა გამოკითხვის შემდგომ მოამზადებენ თემას სოფლის სოციალურ–ეკონომიკური ვითარების შესახებ.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი
პასტა, ფურცლები, კალკულატორი, კომპიუტერი
პროექტის მსვლელობა
v სოფელს, გამოკითხვების ჩატარების მიზნით, მოსწავლეებთან ერთად დავყოფ ზონებად
v თითოეულ ზონაზე მივამაგრებ 2 მოსწავლეს
v სოფლის მცხოვრებთა გამოკითხვით მათ უნდა შეავსონ ცხრილები:
ოჯახის N | რამდენი წევრისგან შედგება | 18 წლამდე | 60 წლამდე | 60 წლის ზევით | რამდენი სწავლობს და სად? | რამდენი მუშაობს და სად? | აქვთ თუ არა ტელევიზორი, კომპიუტერი,მაცივარი, სარეცხი მანქანა, ავტომანქანა. | ყავთ თუ არა ძროხა,ცხენი, ან სხვა რამ? | ოჯახის საერთო წლიური შემოსავალი |
1 | | | | | | | | | |
v გამოკითხვის მასალები შეჯერდება და დალაგდება ერთად
v გამოიკითხება სოფლის ექიმი, სოფელში მიმდინარე ჯანდაცვის პროგრამების, გავრცელებული დაავადებების შესახებ
v გამოიკითხება სოფლის დეპუტატი სოფელში მიმდინარე და გასატარებელი პროექტების შესახებ
v გამოიკითხება გამგებელი
v გამოიკითხება სოფლის უხუცესები,სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიის შესახებ.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
გეოგრაფია X.1მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას,გეოგრაფიული კვლევის მიზანს, მისი გადაჭრის გზებს და მიმართყლებებს.
· აკვირდება და სწავლობს ლოკალურ გარემოს,რათა განსაზღვროს აქ არსებული გეოგრაფიული პრობლემები.
· განიხილავს დაკვირვების შედეგებს, მსჯელობს დასმული პრობლემის გარშემო და გამოთქვამს მისი გადაჭრის სავარაუდო გზებს.
გეოგრაფია X. 2 მოსწავლე აგროვებს გეოგრაფიული კვლევისთვის საჭირო ინფორმაციას
· ადგენს შესასრულებელი სამუშაოს გრაფიკს და იცავს თანმიმდევრობას
· საკვევი მიზნიდან გამომდინარე შესაბამისი სამეცნიერო,სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოიპოვებს ინფორმაციას.
გეოგრაფია X. 3 მოსწავლე გეოგრაფიული კვლევის განსახორციელებლად აანალიზებს ად ამუშავებს მოპოვებულ ინფორმაციას.
· იყენებს კვლევისთვის საჭირო მეთოდს(კარტოგრაფიული,სოციოლოგიური,მათემატიკური,სტატისტიკური) ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას.
გეოგრაფია X. 5 მოსწავლე ავლენს გეოგრაფიული კვლევის შედეგების წარმოჩენისთვის აუცილებელ უნარ–ჩვევებს.
· კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს ად საკუთარ მოსაზრებებს გადმოსცემს სხვადასხვა ფორმით(ზეპირი,წერილობითი,გრაფიკული და სხვა)
· ადმუშავებული ინფორმაციის საფუძველზე წერს გეოგრაფიულ თემას.
მათემატიკა X.13 მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
· იყენებს მონაცემთა შეგროვების ხერხებს (დაკვირვება, გაზომვა, რესპოდენტთა ჯგუფის გამოკითხვა მზა ანკეტით/კითხვარით)
მათემატიკა X.14 მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ მინაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად.
· ირჩევს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის გრაფიკულ ფორმას, ქმნის ცხრილს/დიაგრამებს.
მასწავლებელი: ნათელა თოხაძე.
ხელმძღვანელის ელ ფოსტა: toxaze53@gmail.com