სასწავლო პროექტი


სახელწოდება:
 ეს  რა  ხდება  „მელიების  ქედზე“

პროექტის  იდეა:
  მოსწავლეებმა  გამოკვეთონ  საკუთარი  სოფლის   სოციალურ–ეკონომიკური  ვითარება  ბოლო  10 წლის მანძილზე

პროექტის  აქტუალობა:
მოსწავლეები  კვალიფიციურად  შეხედავენ  სოფლის პრობლემებს, გაუჩნდებათ  მათი
მოგვარების  სურვილი

პროექტის  მიზნები
მოსწავლეებს  განუვითარდებათ  ინფორმაციის  მოძიების, დამუშავების  და  ანალიზის
უნარი

მონაწილეთა  ასაკი
14–15 წელი

ვადები
ერთი  თვე

მოსალოდნელი  შედეგი/პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას
მოსწავლეები, სოფლის  მცხოვრებთა  გამოკითხვის  შემდგომ  მოამზადებენ  თემას  სოფლის სოციალურ–ეკონომიკური  ვითარების  შესახებ.

პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსი
პასტა, ფურცლები, კალკულატორი, კომპიუტერი

პროექტის  მსვლელობა
v  სოფელს,  გამოკითხვების  ჩატარების  მიზნით, მოსწავლეებთან  ერთად  დავყოფ  ზონებად
v  თითოეულ  ზონაზე  მივამაგრებ  2 მოსწავლეს
v  სოფლის  მცხოვრებთა  გამოკითხვით  მათ  უნდა  შეავსონ ცხრილები:

ოჯახის
N
რამდენი წევრისგან
შედგება
18 წლამდე
60 წლამდე
60 წლის ზევით
რამდენი სწავლობს და სად?
რამდენი
მუშაობს და სად?
აქვთ თუ არა ტელევიზორი,
კომპიუტერი,მაცივარი,
სარეცხი მანქანა,
ავტომანქანა.

ყავთ თუ არა
ძროხა,ცხენი,
ან სხვა რამ?
ოჯახის
საერთო  წლიური შემოსავალი
1









v  გამოკითხვის მასალები  შეჯერდება  და დალაგდება ერთად
v  გამოიკითხება სოფლის ექიმი, სოფელში  მიმდინარე  ჯანდაცვის  პროგრამების, გავრცელებული  დაავადებების  შესახებ
v  გამოიკითხება  სოფლის დეპუტატი სოფელში მიმდინარე და  გასატარებელი  პროექტების  შესახებ
v  გამოიკითხება გამგებელი
v  გამოიკითხება სოფლის  უხუცესები,სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიის  შესახებ.

კავშირი  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან

ეოგრაფია X.1მოსწავლე  განსაზღვრავს პრობლემას,გეოგრაფიული  კვლევის  მიზანს, მისი  გადაჭრის  გზებს  და  მიმართყლებებს.
·         აკვირდება და სწავლობს  ლოკალურ  გარემოს,რათა  განსაზღვროს  აქ  არსებული  გეოგრაფიული  პრობლემები.
·         განიხილავს  დაკვირვების  შედეგებს, მსჯელობს  დასმული  პრობლემის  გარშემო  და  გამოთქვამს მისი  გადაჭრის  სავარაუდო  გზებს.

 ეოგრაფია X. 2 მოსწავლე  აგროვებს  გეოგრაფიული  კვლევისთვის  საჭირო   ინფორმაციას
·         ადგენს  შესასრულებელი  სამუშაოს  გრაფიკს  და  იცავს  თანმიმდევრობას
·         საკვევი  მიზნიდან  გამომდინარე  შესაბამისი  სამეცნიერო,სამთავრობო  და არასამთავრობო  ორგანიზაციებიდან  მოიპოვებს ინფორმაციას.

ეოგრაფია X. 3 მოსწავლე  გეოგრაფიული  კვლევის  განსახორციელებლად  აანალიზებს  ად ამუშავებს  მოპოვებულ  ინფორმაციას.

·         იყენებს  კვლევისთვის  საჭირო  მეთოდს(კარტოგრაფიული,სოციოლოგიური,მათემატიკური,სტატისტიკური)  ამუშავებს  და  აანალიზებს  ინფორმაციას.


ეოგრაფია X. 5 მოსწავლე   ავლენს  გეოგრაფიული  კვლევის  შედეგების  წარმოჩენისთვის  აუცილებელ  უნარ–ჩვევებს.
·         კვლევის  შედეგად  მიღებულ  დასკვნებს  ად  საკუთარ  მოსაზრებებს  გადმოსცემს  სხვადასხვა  ფორმით(ზეპირი,წერილობითი,გრაფიკული და სხვა)
·         ადმუშავებული  ინფორმაციის  საფუძველზე  წერს  გეოგრაფიულ  თემას.


მათემატიკა X.13  მოსწავლე   მოიპოვებს  დასმული  ამოცანის  ამოსახსნელად  საჭირო   თვისობრივ  და რაოდენობრივ  მონაცემებს.
·         იყენებს  მონაცემთა  შეგროვების  ხერხებს (დაკვირვება, გაზომვა, რესპოდენტთა  ჯგუფის  გამოკითხვა  მზა  ანკეტით/კითხვარით)
მათემატიკა X.14  მოსწავლე  აწესრიგებს  და  წარმოადგენს   თვისებრივ  და                         რაოდენობრივ   მინაცემებს  დასმული  ამოცანის  ამოსახსნელად.
·         ირჩევს  თვისობრივ  და  რაოდენობრივ  მონაცემთა  წარმოდგენის  გრაფიკულ  ფორმას, ქმნის  ცხრილს/დიაგრამებს.



მასწავლებელი: ნათელა  თოხაძე.

ხელმძღვანელის ელ ფოსტა: toxaze53@gmail.com